თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. „თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზედაზენის, კოკინაკის, სააკაძის, ჯავის, რიონჰესის, იმერეთის, ბენდელიანის, ბეჟანიშვილის და ლომთათიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
 დიდგორის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის (ნაწილობრივ), კოლხეთის და რომის ქუჩების მცხოვრებლებს.
 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჭოროხის და უზნაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
 კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები