სოფელ პამაჯში ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლის ჭერი ნაწილობრივ დაიწვა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პამაჯში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ჭერის ნაწილი – 70 კვ/მ – დაიწვა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ცეცხლის გავრცელება საცხოვრებელი სახლის დაშენებაში მოთავსებულმა გამხმარმა ბალახმა გამოიწვია.
ადგილზე 11 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები