გოგი ოთხმეზური: წარმოდგენილ კანდიდატებში სალომე ზურაბიშვილი ყველას სჯობს

ისტორიკოსი გოგი ოთხმეზური აცხადებს, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, სხვებთან შედარებით უპირატესობა აქვს და წარმოდგენილ კანდიდატებს გამოცდილებითა და დამსახურებით სჯობს.
თუმცა, ისტორიკოსს მიაჩნია, რომ მმართველ გუნდს პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი უნდა ჰყოლოდა.
„ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა, “ქართულ ოცნებას” დაეყენებინა საკუთარი კანდიდატი, მითუმეტეს, შესანიშნავი პიროვნება ჰყავდა ზურაბ აბაშიძის სახით. თუმცა, წარმოდგენილ კანდიდატებში ყველას სჯობს სალომე ზურაბიშვილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გამოცდილება აქვს ძალიან დიდი და დამსახურებაც აქვს ჯარის გაყვანაში. რეალური კანდიდატები დღესდღეობით არიან სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე. ის ორი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მის მხარდამჭერ მიტინგებზე და ტელევიზიებში მისვლას და მონაწილეობას არ ვაპირებ, თუმცა, არჩევნებზე მისვლით მოქალაქეობრივ ვალს მოვიხდი”, – განაცხადა გოგი ოთხმეზურმა.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები