დღეს ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღეა

25 სექტემბერი ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღეა. პოლკოვნიკი ტარიელ შარიფაშვილი, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაური, შემდგომ საპატიო მეთაური და კასპის რაიონის გამგებელი იყო. იგი ომის დაწყებიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე, კასპის ბატალიონთან ერთად, ცხელ წერტილებში იბრძოდა. 1993 წლის 25 სექტემბერს კი აფხაზეთში, სოხუმის დაცვისათვის, გმირულად დაიღუპა.
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, მის მშობლიურ სოფელში, გენერალი გიორგი ყარყარაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ თოფურია, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ნუგზარ კაიშაური და უწყების შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან, ტარიელ შარიფაშვილის თანამებრძოლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, მისი საფლავი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, პოლკოვნიკი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასალის სახელობის ორდენით დააჯილდოვა. ტარიელ შარიფაშვილის სახელი ეწოდა მშობლიური სოფლის, ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას, რომლის ეზოშიც მისი ბიუსტი დგას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები