გორში ავარია მსხვერპლით დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
„კვირას“ ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და „BMW X5-ის“ ის მარკის ავტომობილი შეეჯახნენ.
მომხდარის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა, ჯიპის მძღოლი კი დაშავდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები