ნინო წილოსანი: ჩვენ ახალ და კარგად შეჯერებულ შესყიდვების კანონმდებლობას მივიღებთ

სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ გამართულ შეხვედრაზე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ განახლებული კანონმდებლობის შემუშავებისა და ამ პროცესში ევროკავშირის დირექტივების შესახებ იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შესყიდვების სრულიად განახლებული კანონმდებლობის შემუშავების პროცესში აპროქსიმაციისა და ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით შესატან ცვლილებებზე.
„ევროდირექტივებისა და კარგი საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი შესყიდვების ახალი კანონმდებლობის მიღება არის ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი. ძალიან კარგი პრეცედენტია, როდესაც შესყიდვების სააგენტოს მხრიდან ინიცირებული კანონის წერის პროცესში ერთვება პარლამენტი. დღევანდელ შეხვედრაზე უცხოელ ექსპერტთან ერთად განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, რომელ სტრუქტურულ ერთეულს დაექვემდებარება და რამდენად დამოუკიდებელი იქნება შესყიდვების დავების განმხილველი საბჭო. ამასთანავე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება საიდუმლო შესყიდვები, რომელთან დაკავშირებითაც თავდაცვის სამინისტრო დააფიქსირებს თავის პოზიციას, დღევანდელი შეხვედრა არის იმ ხანგრძლივი პროცესი შედეგი, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ ახალ და კარგად შეჯერებულ შესყიდვების კანონმდებლობას“, განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრიმა ნინო წილოსანმა.
აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობას კანონმდებლები, ექსპერტები და დაინტერესებული პირები მუშობას ხვალ გააგრძელებენ.
ცნობისთვის, შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები