“მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს, რომ ქვეყანა გახდეს საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ტურისტული და საფინანსო ჰაბი”

“საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ტურისტული და საფინანსო ჰაბი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს დიდი სატრანზიტო პოტენციალი აუცილებელია, ყველა სახელმწიფომ გამოიყენოს. როგორც მან აღნიშნა, ჩვენი ქვეყანა 8 ქვეყნისთვის კარიბჭეა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. „ხელსაყრელი გეოგრაფია და უნიკალური მდებარეობა საქართველოს ხელს უწყობს გახდეს რეგიონული ჰაბი მრავალი მიმართულებით. ეს არის ის გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და თვისობრივად შეცვლის საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას. საქართველო არის კარიბჭე 8 ქვეყნისთვის, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს დიდი შესაძლებლობა. როდესაც ლოგისტიკურ ჰაბზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ეფექტიანი საგზაო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის არსებობას. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები და ვახორციელებთ ისეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტი, თბილისსა და ქუთაისში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარება და ბევრი სხვა. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ძალიან დიდი სატრანზიტო პოტენციალი აუცილებელია, გამოყენებული იქნას რეგიონის ყველა სახელმწიფოს მიერ. ჩვენ უნდა ვმოქმედებდეთ სინქრონულად და ჰარმონიულად. ჩვენი სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია ამ პოტენციალის სრულფასოვნად გამოსაყენებლად აუცილებელია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები