ირაკლი კობახიძე იგნაციო კასის შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის დირექტორს, იგნაციო კასის შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ირაკლი კობახიძემ იგნაციო კასის შვეიცარიის კონფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმ მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში შვეიცარია, როგორც მოდერატორი ქვეყანა ასრულებს.
საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. პარლამენტის თავმჯდომარემ იგნაციო კასის საკონსტიტუციო და დეცენტრალიზაციის რეფორმა გააცნო. მხარეებმა საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს შესახებ იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ჩვენი ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყნის მნიშვნელობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები