საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

ხვალ, საქართველოს ვიზიტით ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი ეწვევა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს არის გენერალური მდივნის რანგში მისი პირველი ვიზიტი საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას, საქართველოში მიმდინარე და განხორციელებეულ რეფორმებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლბების განმტკიცების თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები