„გაბრიელისა და პეტრე მოციქულის ფონდი“ პრემიერსა და მთავრობას თანადგომისთვის მადლობას უხდის

„გაბრიელისა და პეტრე მოციქულის ფონდი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას მადლობას უხდის აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშებისა და მოზარდებისთვის ცენტრის ასაშენებლად 3000 კვადრატული მეტრი მიწის გადაცემისთვის.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდის დამფუძნებელმა თამარ იარაჯულმა განაცხადა ფონდი რამდენიმე წელი ითხოვდა მიწას ცენტრის ასაშენებლად.
„რამდენიმე წელია ვითხოვთ მიწას იმისთვის, რომ უფასოდ მოხდეს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპია და რეაბილიტაცია. ამისთვის კი გვჭირდებოდა მიწა, ცენტრი რომ აგვეშენებინა.
დღეს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადმოგვცა მიწა ცენტრის ასაშენებლად. დღეს ყველაზე ბედნიერი დღე გვაქვს. მიწა არის 3000 კვ. მეტრი. ეს იყო მშობლების ოცნება. ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება მაშინ როდესაც დავასრულებთ პროექტს და შენობა გვექნება მზად“,-განაცხადა თამარ იარაჯულმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სრულფასოვნად შეისწავლა ამ კუთხით არსებული მდგომარეობა.
„მყავს 8 წლის აუტისტური სპეტქრის მქონე შვილი. გაბრიელ ნიშნიანიძე. თითქმის 5 წელია ვიცავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებებს. მოგეხსენებათ, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშების პროგრამა არის ყველაზე ძვირადღირებული. მე პირადად მომიწია ორი სახლის გაყიდვა იმისთვის, რომ ჩემს შვილს მიეღო სასიცოცხლოდ საჭირო სერვისი. სერვისი, რომელიც არსებობს საქართველოში არ არის იმ სტანდარტების, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში განვითარდა.
მინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის. მან სრულფასოვნად შეისწავლა დღევანდელი მდგომარეობა, ასევე საქართველოს მთავრობამ. პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ამ ძალიან ცუდ მდგომარეობას, იმიტომ რომ დღესდღეობით ასობით ბავშვი ისევ მომლოდინეთა სიაშია. დაგვიანებული სერვისები და პროგრამების მიწოდება არის დამაზიანებელი ჩვენი შვილებისთვის. ეს ყველაფერი დაწვრილებით გაიგო ჩვენმა მთავრობამ, მოგვისმინა და დახმარების ხელი გამოგვიწოდა.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მერს, კახი კალაძეს და თბილისის მერიას. თბილსის წლებია ახორციელებს ერთადერთი პროგრამის დაფინანსებას. დღეს დადგა ის ბედნიერი დღე და პრემიერმა გადმოგვცა მიწა. სიტყვებით წარმოუდგენელია მადლიერება გამოვხატო. ვიძლევი პირობას, რომ აუცილებლად გავამრთლებ ამ პროექტს და აუცილებლად მივიყვან ბოლომდე.
რაც შეეხება პროექტს, ჩართულია საქართველოში ბიზნესწარმომადგენლები, ასევე ჩართულია სახელმწიფო სტრუქტურები და ცდილობენ, რომ საკუთარი ხელფასებიდან, პირადი ფინანსებიდან გაგვიწიონ დახმარება“,-განაცხადა თამარ იარაჯულმა.
„მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდი“ აუტიზმის ცენტრის მშენებლობის მიზნით დაარსდა. ფონდი აუტისტური სპექტრის მქონე ბავსვებისა და მოზარდებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს.
ფონდის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების დონის ცენტრის შექმნა, სადაც ბენეფიციარები სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ. ცენტრი აღჭურვილი იქნება უახლოესი მოწყობილობებით, სენსორული ოთახებიტ, სხვადასხვა სახის თერაპიისთვის საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტდება პროფესიონალი კადრებისგან.
ასევე ცენტრის ბაზაზე დაარსდება სატრენინგო სკოლა, სადაც შესაბამისი დარგის პროფესიონალები უზრუნველყოფენ ახალი სპეციალისტების მომზადების პროცესს.
სარეაბილიტაციო ცენტრი სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე, ქვეყნის მასშტაბით 230 ბენეფიციარს უფასოდ მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები