საფრანგეთში ავარიის შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავდა.
საფრანგეთში საქართველოს საკონსულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა, სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
საკონსულოს ინფორმაციის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში ასევე იმყოფებოდა საფრანგეთის ორი არასრულწლოვანი მოქალაქე. ისინიც გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საკონსულო სამსახური კონტაქტზე იმყოფება გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და საფრანგეთის შესაბამის უწყებებთან.
მიმდინარეობს ყველა საჭირო სამუშაო გარდაცვლილთა საქართველოში დროულად გადასვენების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ორი მოქალაქის, მ.პ-სა და ქ.თ-ს დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები