გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდება

11 და 12 სექტემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
„11 სექტემბრის 10:00 საათიდან 12 სექტემბრის 17:00 საათამდე, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-ელ კმ-ზე არსებულ სარკინიგზო გადასასვლელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რის გამოც დროის აღნიშნულ მონაკვეთში სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით გრუნტის გზაზე“, – აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები