პერსონალური სახელმწიფო დაცვით სარგებლობა, შესაძლოა, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესაც შეეზღუდოს

მთავრობის ინიციატივით, “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალური სახელმწიფო დაცვა უფლებამოსილების გასვლიდან ერთი წლის ვადით შეუნარჩუნდება. დღეს მოქმედი რეგლამენტით კი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე უზრუნველყოფილია სახელმწიფო დაცვით ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.
ამავე ცვლილებებით, იგივე წესი გავრცელდება პრეზიდენტზეც, რომელსაც ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომდე ეკუთვნის და ასევე, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე. ამასთან, პროექტის მიხედვით, ყოფილ უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებს სახელმწიფო დაცვა იმ შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ, თუკი მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, რაზეც გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.
ცნობისათვის, კანონპროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მოამზადა და ის განსახილველად მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები