შსს-ს ინფორმაციით, “წითელ ხიდთან” მომხდარი ავარიისას, 8 პირი დაშავდა

თბილისი-რუსთავის 33-ე კილომეტრზე, ე.წ. წითელ ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს „ჟიგულის“ მარკის ავტომობილი და „ფორდ-ტრანზიტის“ ტიპის მიკროავტობუსი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად დაზიანება მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა და სამარშრუტო ტაქსის შვიდმა მგზავრმა მიიღო.
როგორ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები