კაცხის სვეტთან ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის სვეტთან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
სამუშაო ითვალისწინებს არსებული გალავნის რეაბილიტაციას, სველი წერტილების მოწყობას, ტურისტული ცენტრის მშენებლობას და შიდა ეზოს კეთილმოწყობას. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება წყლის რეზერვუარი, რის შედეგადაც, წყლის მიწოდება მოხერხდება როგორც იქ მცხოვრები ბერებისთვის, ისე ახლომდებარე სოფლის (ხარატიშვილების უბანი) მოსახლეობისთვისაც.
პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეც  სრულად ადაპტირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები