მართვის მოწმობის აღების მსურველებმა დამატებითი ტესტები უნდა ჩააბარონ

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ტესტებს სატრანსპორტო საშუალების ეკომართვის 51 ტესტი დაემატა. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2018 წლის 30 სექტემბრიდან შევა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ეკომართვის საგამოცდო ტესტები ხელს შეუწყობს მომავალი მძღოლების ინფორმირებას და მათი ცნობიერების ამაღლებას, ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. ახალი ტესტები სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომზადდა“, – აცხადებენ შსს-ში.
დაინტერესებულ პირებს დამატებული ტესტების ხილვა შეუძლიათ ბმულზე – http://police.ge/files/testebi.pdf

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები