ლევან კობერიძე: მოსახლეობის ჩართულობით, ერთად შევძლებთ C ჰეპატიტის ელიმინაციას და მის საბოლოოდ დამარცხებას

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმად პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება.
„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა არის ჯანდაცვის მიმართულებით მრავალ სხვა პროგრამას შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რომელმაც უკვე მრავალი ათასი ადამიანი რეალურად გადაარჩინა სიკვდილს და დაუბრუნა სრულფასოვან ცხოვრებას, დაუბრუნა მათ ოჯახებს. ეს პროგრამა ახალ ფაზაში შედის, რაც გულისხმობს იმას რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ერთ-ერთი კომპონენტი – კვლევების ღირებულება, რაც კიდევ უფრო მეტად მცირდება.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ამ პროგრამას დეცენტრალიზაციის კომპონენტი დაემატა, ანუ პრაქტიკულად დღეისათვის თითოეულ რეგიონში იქნება აუცილებლად ერთი წერტილი, სადაც ადამიანები შეძლებენ ამ სერვისის მიღებას რეგიონებში, რაც მათთვის გაცილებით უფრო კომფორტული იქნება და დროის დაზოგვის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე აღსანიშნია, რომ ომის და სამხედრო ვეტერანებისთვის კვლევების 70% სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მთლიანობაში არის ჩვენი დაპირებების რეალურად შესრულების კონკრეტული მაგალითი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობის ჩართულობით, მათი გონიერებით – აუცილებლად გაიარონ სკრინინგის პროგრამები და კვლევები – ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ რომ საბოლოო ჯამში მივაღწიოთ C ჰეპატიტის ელიმინაციას და მის საბოლოოდ დამარცხებას საქართველოში“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები