გიორგი მარგველაშვილი: ევროპული სკოლის დაფუძნება ევროკავშირთან ინტეგრაციის კიდევ ერთი ხელშესახები შედეგია

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფ ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის” გახსნის საკითხები განიხილა.
გიორგი მარგველაშვილი მიესალმა თბილისში ევროპული სკოლის დაფუძნებას, როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის კიდევ ერთ ხელშესახებ შედეგს, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდა თაობას, არამარტო საქართველოდან, არამედ პარტნიორი ქვეყნებიდან, რომ ევროპული ხარისხის განათლება მიიღოს და მადლობა გადაუხადა ევროკომისარს თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის” გახსნაში შეტანილი წვლილისათვის.
რომელიც საქართველოს პრეზიდენტისა და ევროკომისრის მოლაპარაკებებისა და საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. შეხვედრისას აღინიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიმართულებით.
გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, საერთაშორისო თანამეგობრობას კი აღნიშნული საკითხის მიმართ აქტიური ქმედებისა და კონსოლიდაციისაკენ მოუწოდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროკავშირის დელეგაციის წევრები, საქარათველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები