ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ძალიან დიდი ტკივილია ჯონ მაკკეინის გარდაცვალება

ჯონ მაკკეინი იყო საქართველოს დიდი მეგობარი – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ჯონ მაკკეინი იყო საქართველოს დიდი მეგობარი. მას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებაში, განვითარებაში და ჩვენთვის ძალიან დიდი ტკივილია მისი გარდაცვალება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ სამძიმარს მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, ჯონ მაკკეინი 81 ასაკში გუშინ გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები