„ვირუსული მენინგიტის შემთხვევებთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს“

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოს განცხადებით, ვირუსული მენინგიტის შემთხვევებთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, ყველა შემთხვევა, არის მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმის.
“დღეის მდგომარეობით, 57 შემთხვევაა დაფიქსირებული ვირუსული მენინგიტის, რომელიც დადასტრებულად, ლაბორატორიული კვლევით გამოწვეულია ენტეროვირუსით. ამ ტიპის დაავადებას ახასიათებს ოთხწლიანი ციკლურობა. 2006 წელშიც იყო პიკი, 2010-შიც და ახლაც, 24 აპრილიდან დაიწყო. ყველა შემთხვევა, საბედნიეროდ, არის მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმის. მიმდინარეობს ინტენსიური საგანმანათლებლო მუშაობა, თუ რა ზომები უნდა იყოს დაცული ასეთ შემთხვევაში და გარწმუნებთ, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები