უამინდობის გამო, ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„თელავის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მოსული უხვი ნალექის გამო, ავტოსაგზაო და სხვა სახის შემთხვევების პრევენციის მიზნით, 10 აგვისტოს, 17:00 საათიდან, მთელი ღამის განმავლობაში, სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით და პირიქით, ყველა სახის ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება“, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.