ახალციხეში მამაკაცს, რომელმაც ქალი საკუთარ სახლში გააუპატიურა, 6 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების ჩადენის ფაქტზე, ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს, ქ.ვალეში ი.ა.-მ ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მ.ზ. – თან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სქესობრივი კავშირი დაამყარა.
სამართალდამცველებმა ი.ა. იმავე დღეს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქ.ვალეში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა“,- აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ცნობით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები