ვარშავის მუზეუმში აგვისტოს ომის 10 წლისთავის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვარშავის აჯანყების მუზეუმში აგვისტოს ომის 10 წლისთავის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

მუზეუმის ეზოში, ქართველ ოფიცერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და სიმბოლურად პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულ ქართველთა ხსოვნას.

მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნა გორის ოკუპაციის მუზეუმის ფოტოექსპონატები და ქართველ და პოლონელ ფოტოგრაფთა ნამუშევრები. აგრეთვე, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს მიეძღვნა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბარტოშ ჩიხოცკი, სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მალგოჟატა გოშევსკა და ანალიტიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

კონფერენციის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრა.

მუზეუმში ასევე მოეწყო ქართველი რეჟისორის, თაკო რობაქიძის ფილმის  “Creeping Borders”-ის ჩვენება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ანალიტიკური წრეების, ქართული დიასპორისა და პოლონური მედიის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები