საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის პროცედურა იწყება

მთავრობამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის თანდართული სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.

როგორც დადგენილებაშა აღნიშნული, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის წესსა და პროცედურებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ, ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით. აღნიშნული წესი არ ვრცელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ უძრავ ქონებაზე.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უძრავ ქონებას აღრიცხავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებას, ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოებასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიწოდებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) კომპეტენტური სამსახური.

სამინისტროს კომპეტენტური სამსახური ახდენს დეკლარირებული უძრავი ქონების იდენტიფიცირებას, დაინტერესებული პირის მიერ შევსებული დეკლარაციისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე, უძრავი ქონების წინასწარ საკადასტრო მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნასა და განახლებას, შევსებული დეკლარაციების მონაცემთა ბაზის ფორმირებასა და ელექტრონული (სკანირებული) ვერსიის შექმნას.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მონაცემთა აღრიცხვისას, უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების შესახებ სამინისტროს კომპეტენტური სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის აღრიცხვასა და გაცემას, მონაცემთა სისტემატიზაციას, უსაფრთხო შენახვას, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნასა და მის განახლებას.

ვრცლად იხილეთ შემდეგ ბმულზე:https://matsne.gov.ge/ka/document/view/4289348

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები