კახა კალაძე: საქართველო აგვისტოს ომის იარებს საბოლოო გამთლიანებამდე ვერ მოიშუშებს​

“აგვისტოს ომი, უდიდეს ტრაგედიასა და ტკივილთან ერთად, გმირობისა და თავდადების არაერთ ისტორიას ინახავს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამ იარებს საბოლოო გამთლიანებამდე, ვერ მოიშუშებს.

„დღეს 8 აგვისტოა და პირველ რიგში, მინდა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას გამოვეხმაურო. ტრაგიკულს თავისი შედეგებით, მასშტაბით და იარებით, რომელიც ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა და რა თქმა უნდა, ვერც მოიშუშებს, საქართველოს საბოლოო გამთლიანებამდე. უკვე ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და აგრესიის დაწყების შემდეგ, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა. გაჩნდა საკუთარ სამშობლოში დევნილთა ახალი ნაკადი, რომლებიც სახლებში დაბრუნებისა და აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, მშვიდობიანი თანაცხოვრების იმედს არ კარგავენ. ეს ომი, უდიდეს ტრაგედიასა და ტკივილთან ერთად, გმირობისა და თავდადების არაერთ ისტორიას ინახავს. ჩვენი ვალია, ამ ადამიანების ხსოვნა უკვდავვყოთ. სწორედ ამიტომ, სხდომის დაწყებამდე, მინდა ყველას გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპული გმირების ხსოვნას”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები