გიორგი მარგველაშვილი პირველი მოხსენებით პარლამენტში თებერვალში წარდგება

მე შემიძლია აბსოლუტური დაბეჯითებით გითხრათ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში თებერვლის განმავლობაში შედგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონსულტაციები უმრავლესობასა და უმცირესობასთან მიმდინარეობს. უსუფაშვილის თქმით, კონსულტაციების შედეგად დაზუსტდება დღე და თარიღი და გაირკვევა, თუ რა ფორმატში უნდა გაიმართოს პრეზიდენტთან შეხვედრა. ” მე შემიძლია აბსოლუტური დაბეჯითებით გითხრათ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში თებერვლის განმავლობაში შედგება. მაგრამ ეს იქნება პირველი, მეორე თუ მესამე სასესიო დღე, ამაზე ჩამოვყალიბდებით, მაგრამ ამას კვირის ბოლომდე გაცნობებთ. პრეზიდენტი მზად არის მოსასვლელად. ჩვენც მზად ვართ მის მოსასმენად”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები