„ენის მოჩლექით ლაპარაკმა არაფერი სასიკეთო არ მოუტანა იმ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობდნენ რუსეთის დამშვიდებას და მიჩუმათებას“

“თუნდაც ყველაზე პრაგმატული გამოცდილებით, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ენის მოჩლექით ლაპარაკმა არაფერი სასიკეთო არ მოუტანა იმ ქვეყნებს, ვინც ცდილობდა რუსეთის დამშვიდებას და მიჩუმათება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის -2008 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვინც ცდილობდა იმ განცდის მიღწევას, რომ ეს შესაძლებელია ერთი ლუკმით ან ორი ლუკმით დამთავრდეს. აგრესორის მადა მხოლოდ იმატებს, დაპყრობის და აგრესიის კვალდალკვალ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის თქმით, საქართველომ ზუსტად იცის რუსეთის გეგმები, რომელიც დაიწყო დამოუკიდებლობის პირველსავე დღეს. ეს არის საქართველოს შეჩერება რაიმე მექანიზმით, რაც სირთულეს შეუქმნის ქვეყანას.
„რუსეთის ამ პოზიციაზე პასუხი არის შემდეგი: ჩვენ არაფრის დიდებით არ შევჩერდებით, არც ქვეყნის განვითარების, არც დემოკრატიის გაღრმავების, არც ევროკავშირში ინტეგრაციის და არც ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. მთელი სტრატეგიული გეგმები, რომელიც საზოგადოებამ დაგვისახა, არის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ ნიშნულებად დასახული და ამ გეგმების შესრულება არის გარანტი იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღდგება მშვიდობიანად. მეორე მნიშვნელოვანი დეტალია, რომ საქართველო არასდროს განიხილავს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენას ძალისმიერი მეთოდებით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები