გლდანის რაიონში, ექვს ოჯახს საკუთრების მოწმობები გადაეცა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, გლდანის რაიონში, ლიბანის I ჩიხის N2 კორპუსში მცხოვრებ ექვს ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა. „ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება.
აღნიშნული ოჯახები N2 კორპუსში 2009-2010 წლიდან ცხოვრობენ. მათ პირდაპირი განკარგვის ფორმით, პრივატიზების ხელშეკრულებები და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ“,- აცხადებენ მერიაში.
ხელშეკრულებები და საკუთრების მოწმობები აღნიშნულ ოჯახებს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი თავართქილაძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები