იმერეთის რეგიონში “მობილური ექსტენცია” გრძელდება

პროექტის – „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, ვანის, სამტრედიის და ხონის მუნიციპალიტეტების ფერმერებს მცენარეთა დაცვის, მებოსტნეობის, ვეტერინარიის და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების საკითხებზე სპეციალისტებმა ადგილზე კონსულტაციები გაუწიეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილობრივების ნაკვეთები, სათბურები და ფერმები დაათვალიერეს, მათ საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს და სახელმწიფო პროგრამები გააცნეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის – „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, 2017 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 8500 ფერმერი გადამზადდა. პროექტის მიზანი ფერმერების მხარდაჭერა და მათთვის ადგილზე კონსულტაციების გაწევაა.
პროექტის – „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, 8-10 აგვისტოს სპეციალისტები ბაღდათის, ზესტაფონისა და ხარაგაულის (სოფლები: როხი, დიმი, კლდეთი, სანახშირე, ზედა საქარა, ვარძია, კიცხი, საღანძილე) ფერმერებს შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები