სეისმური მონიტორინგის ცენტრი: მდინარე ნენსკრას ადიდება მყინვარების სეზონურმა დნობამ გამოიწვია

მდინარე ნენსკრას ადიდება მყინვარების სეზონურმა დნობამ გამოიწვია,- ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება.
კატასტროფამდე და კატასტროფის შემდეგ გადაღებული სატელიტური გამოსახულებების დეტალური ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მდ. ნენსკრას განსაკუთრებული, კატასტროფული ადიდება გამოიწვია მის მარჯვენა შენაკად მდ. ჰოკრილას ერთ-ერთ სათავეში ახალწარმოქმნილ მყინვარულ ტბაზე განვითარებულმა მოვლენებმა რომლებიც დამატებით კვლევას საჭიროებს“, – ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის კვლევაში.
5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები