შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ტაქსით გადაყვანის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„გაცნობებთ, რომ მოქალაქეებს, რომელთაც სურვილი აქვთ, მიიღონ ტაქსით გადაყვანის ნებართვა, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაში საწვავის ტიპის მითითების მიზნით, შეუძლიათ, მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და ცვლილების განხორციელებისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის მომსახურება მიიღონ უსასყიდლოდ. შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც 2013 წლის 1-ელ ივლისამდე დარეგისტრირებული აქვთ ჰიბრიდული ან ელექტრო ძრავის მქონე ავტომობილები.
აღნიშნული საფასო შეღავათი არ ეხებათ მათ, ვისაც 2013 წლის 1-ელ ივლისამდე წარმოეშვათ რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის ვალდებულება და ამ მიზნით არ მიუმართავთ მომსახურების სააგენტოსთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები