ოლეგ ტიაგნიბოკი და ვიტალი კლიჩკო ნიკოლაი აზაროვის გადადგომას გამოეხმაურნენ
პარტია “უდარის“ ლიდერი ვიტალი კლიჩკო პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვის გადადგომას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, “აზაროვმა ყველაფერი გააკეთა, რომ სახე შეენარჩუნებინა”, – აღნიშნა კლიჩკომ. მისივე თქმით, დღეს რაც ხდება უკრაინის ქუჩებში და უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, დღევანდელი მთავრობის მუშაობის შედეგია. “ეს გამარჯვება არ არის, ეს ნაბიჯია გამარჯვებისკენ”,- განაცხადა კლიჩკომ აზაროვის განცხადების შეფასებისას. პრემიერ-მინისტრის გადადგომას ოპოზიციონერი ოლეგ ტიაგნიბოკიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ნიკოლაი აზაროვის გადადგომით მთავრობა ცდილობს პასუხიმგებლობას გაექცეს. ნიკოლაი აზაროვმა ამის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა. “ინფორმაცია ნიკოლაი აზაროვის გადადგომის თაობაზე იმას მოწმობს, რომ ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან გაქცევას იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც დღეს უკრაინის ქუჩებში ხდება”, – წერს ტაიგნიბოკი.