გიორგი მარგველაშვილმა 83 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 83 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა, ზვიად ქორიძემ განაცხადა. მისი თქმით, 40 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს, 43-ს კი სასჯელი შეუმცირდება.
„საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების მორიგი აქტი. მან შეიწყალა 83 პატიმარი. შეწყალების კომისია მიმდინარე წლის 23-დან 27 ივლისის ჩათვლით მუშაობდა, რომელმაც 876 მსჯავრდებულის საქმე განიხილა და პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდა. პრეზიდენტმა განიხილა შესაბამისი რეკომენდაციები და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყალებინა 83 მსჯავრდებული“, – განაცხადა ქორიძემ.
მისივე თქმით, შეწყალებულთა შორის სამი ქალი და ერთი არასრულწლოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები