იყრის თუ არა გიორგი მარგველაშვილი კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებზე, კვლავ უცნობია

კითხვა, იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ამ დრომდე უპასუხოდ რჩება. გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, დღეს ამომრჩეველი თუ პოლიტიკური სპექტრი დაბნეულია.
„ყველაფერი გავაკეთეთ ხუთი წლის განმავლობაში, რომ დაგვებნია ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი და დაგვებნია მათი მოლოდინები, ქვეყნის მთავარ ინსტიტუტთან დაკავშირებით. დღეს ამომრჩეველმა იცის, რომ პრეზიდენტს ჩამოართვეს უშიშროების საბჭო, ჩამოართვეს მოსამართლეების დანიშვნის უფლება, ჩამოართვეს საერთაშორისო აქტიურობის უფლება, რომ ფაქტობრივად, მოქალაქეობის უფლების ნაწილში, იუსტიციის მინისტრის გადასწყვეტი იქნება ეს საკითხი. აქედან გამომდინარე, მოქალაქეები დაბნეული არიან, ასევე დაბნეულია პოლიტიკური სპექტრი.
ბევრი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა სისტემურად რყევა არა მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, როგორიც არის უშიშროების საბჭო და სხვა. შესაბამისად, ჩემთვის არ არის გასაოცარი მოქალაქეების ჩამოუყალიბებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ. ჩემს გადაწყვეტილებას მოგახსენებთ, როდესაც ამასთან დაკავშირებით ვიქნები ჩამოყალიბებული, მათ შორის, ეს ფაქტორებია, რომელიც მე ჩამოგითვალეთ. ძალიან რთულია, ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებაა, იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს, დაეხმარო შენს მოქალაქეებს, ვისზეც ყველაზე მეტად შეგტკივა გული. ამ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ, როდესაც მივიჩნევ საჭიროდ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები