საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დაასახელა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

“მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს 2018 წლის 28 ოქტომბერს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, ამიტომ დღეს შესაბამისი დადგენილება გადაეგზავნება პრემიერ-მინისტრს და შემდეგ წარიმართება შესაბამისი პროცედურები“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები