თამარ ჩუგოშვილი: ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნებში, დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა კარგის მაჩვენებელი იქნება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.
ჩუგოშვილი თვლის, მმართველი პარტიის მიერ, დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა და საკუთარი კანდიდატის არწარდგენა უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნება.
“ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება არათუ კონკრეტულ პირთან დაკავშირებით, არამედ იმასთან დაკავშირებითაც კი, დამოუკიდებელ კანდიდატზე შევჯერდებით თუ არა. არის ორივე ტიპის მოსაზრებები. კოლეგების ნაწილი ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ჩვენივე კანდიდატს უნდა დავუჭიროთ, ნაწილი, მათ შორის მეც ვფიქრობ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა კარგის მაჩვენებელი იქნება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები