არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეობის დათმობის მიზნით, საფრანგეთის საელჩოს მიმართა
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა, საფრანგეთის საელჩოს, მოქალაქეობის დათმობის თხოვნით მიმართა. საელჩოსთვის მიმართვა, სავარაუდოდ, ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს უკავშირდება.
საკითხის გადასამოწმებლად „კვირამ“ დეპუტატის პრესსამსახურს მიმართა, პრესსამსახურში კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებენ და განმარტავენ, რომ თუ საჭიროდ ჩათვლის სალომე ზურაბიშვილი, აღნიშნულის შესახებ, განცხადებას თავად გააკეთებს.