პატრიარქი 2 აგვისტოს საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს

წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 2 აგვისტოს საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს. ამის შესახებ პატრიარქმა დღეს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
“ეს წმინდა ტაძარი დაფუძნებულია წმინდა ილიას მთაზე. წმინდა ილია წინასწარმეტყველის მობინადრეები ვართ, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალ ხუთშაბათს გველოდება წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენება. გვექნება საზეიმო წირვა-ლოცვა. იმავე დღეს არის ხსენება წმინდა ილია მართლისა”,- აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები