ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარეში 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, მდინარეში 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელ კარდენახში ცხოვრობდა.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცი, გუშინ მდინარეში ბანაობის დროს შეუძლოდ გახდა და დაიხრჩო.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები