ვანო ზარდიაშვილი: მე მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ერთად ავიხდენთ „ქართულ ოცნებას“

„ჩვენ მოვისმინეთ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ადამიანის ხედვები, გზები და დამოკიდებულება საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და მომავლ გეგმებზე“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, არასდროს ყოფილა, რომ ხელისუფლება ასე უსმენდეს და ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე, როგორც ბიძინა ივანიშვილი.
„ვისურვებდი, რომ გუშინდელი გულწრფელი ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილის, ჩვენმა ოპონენტებმა ასევე გულწრფელად მიიღონ, მიხვდნენ და დაიჯერონ, რომ ერთადერთი მიზანი, სურვილი და ოცნება არის ჩვენი სამშობლოს გაძლიერება, გამთლიანება, ეკონომიკური წინსვლა, დემოკრატიის განვითარება და თითოეული მოქალაქის ოჯახის კეთილდღეობაა. თუ მათ ჩვენი ქვეყნის ოდნავი წარმატება მაინც სურთ, უნდა შეწყვიტონ ტყუილების ტირაჟირება, მოგონილი ცილისმწამებლური კამპანიები ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომელიც აზიანებს საქართველოს იმიჯს. იმსჯელონ, გვაკრიტიკონ, თემატური, პროფესიული დისკუსიები გამართონ და არ გაუშვან შანსი ქვეყანაში ჯანსაღი, ღირსეული ოპოზიციური სპექტრის ჩამოყალიბების, პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ადამიანის ხედვები, გზები და დამოკიდებულება საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და მომავლ გეგმებზე. იგი საკუთარი ქმედებებით ანახებს გუნდსაც და ჩვენს ოპონენტებსაც, რომ სამშობლოს სიყვარული და ინტერესები ყველაფერზე ზევით დგას. არასდროს არ ყოფილა რომ ხელისუფლება ასე უსმენდეს და ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე, მყისიერად რეაგირებდეს ნებისმიერ საჭიროებებზე, ჩვენ ეს შევძელით და ამას ჭირდება შენარჩუნება, გაფრთხილება, რომ შემდეგმა ხელისუფლებებმა ვეღარასდროს გაბედონ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა, კერძო საკუთრების ხელყოფა, უფლებების შელახვა. მე მჯერა, რომ ბიძინას ივანიშვილის ხელმძღვანელობით ერთად, ავიხდენთ „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები