აკაკი ზოიძე: პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით ივანიშვილის არგუმენტაციას ვიზიარებ

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ის პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის არგუმენტაციას იზიარებს, – ამის შესახებ აკაკი ზოიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვიზიარებ მის არგუმენტაციას, რაც ითქვა რომ, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ყველა ინსტიტუტი „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშ არის , ჯანსაღი კონკურენცია „ქართულ ოცნებას“ ჩვენვე გვაძლიერებს. ჯანსაღი კონკურენცია დღეს ოპოზიციის მხრიდან არ გვაქვს. ობიექტურ კრიტიკას როგორც კი დაიწყებს ოპოზიცია, მაშინვე ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ძალიან საფრთხილო სიტუაციაში, ერთი მხრივ, მაგრამ ობიექტური კრიტიკა გაგვაძლიერებს. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სწორედ იმ საკითხებზე მუშაობა, რომელსაც ოპოზიცია წინ წამოწევს და ჩვენ მზად ვართ ასეთი კრიტიკისათვის“- განაცხადა ზოიძემ.
ამასთან, მანვე დასძინა, რომ “ქართულ ოცნებას” ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი ჰყავს და მისი თქმით, ვისაც “ქართული ოცნება” დაასახელებს, საპრეზიდენტო არჩევნებში ის გაიმარჯვებს.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პოზიციაა, გუნდიდან არ დაასახელონ საპრეზიდენტო კანდიდატი და მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ კანდიდატს.

„ხოლო თუ არ იქნება ღირსეული კანდიდატი, არც არავის დავუჭიროთ მხარი და ოპოზიციამ წაიღოს ეს ინსტიტუტი”- განაცხადა ივანიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები