ეკა ბესელია: არსებობს თუ არა სამართლებრივი კითხვები გიორგი კვირიკაშვილის მიმართ, არ ვიცი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთვის უცნობია, არსებობს თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიმართ სამართლებრივი კითხვები. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, რაც უფრო მაღალია პოლიტიკური თანამდებობა, მით უფრო იზრდება პასუხისმგებლობაც.

“მე არ ვიცი არსებობს თუ არა სამართლებრივი კითხვები გიორგი კვირიკაშვილის მიმართ. რაც უფრო მაღალია პოლიტიკური თანამდებობა, იზრდება პასუხისმგებლობა. ასე, რომ, თუ კითხვები არსებობს, ყველა ჩვენგანი ვალდებული ვართ, ამ კითხვებს ვუპასუხოთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები