“ივანიშვილმა აირჩია თავმდაბალი, ქვეყნისთვის უპირობო დახმარების და სამართლიანობის დაცვის პოზიცია”
“ორჯერ მეტად დასაფასებელია ის, რომ ამდენი გაკეთებული საქმის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა აირჩია თავმდაბალი, ქვეყნისთვის უპირობო დახმარების და სამართლიანობის დაცვის პოზიცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
როგორც მან განმარტა, ამ პასუხებმა სასაცილო მდგომარეობაში დატოვა ზოგიერთი მოკლე მანძილზე მორბენალი კრიტიკოსი.
„ეს იყო გულწრფელი, პასუხისმგებლობით სავსე და სამართლიანი ადამიანის პასუხები კითხვებზე, რომელიც თვეების განმავლობაში ოპონენტების მიერ ვრცელდებოდა საზოგადოებაში. ამ პასუხებმა დააპატარავა და სასაცილო მდგომარეობაში დატოვა ზოგიერთი მოკლე მანძილზე მორბენალი კრიტიკოსი.
ორჯერ მეტად დასაფასებელია ის, რომ ამდენი გაკეთებული საქმის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა აირჩია თავმდაბალი, ქვეყნისთვის უპირობო დახმარების და სამართლიანობის დაცვის პოზიცია, მაშინ როდესაც, მისი გაკეთებული საქმეების ლენტებს დიდი სიხარულით ჭრიდნენ სხვადასხვა ადამიანები, ზოგჯერ კი, ხელსაც უშლიდნენ ამ სასიკეთო პროექტებს”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.