ბიძინა ივანიშვილი: ჩინოვნიკი თუ პროკურორი, ყველა უნდა უნდა იყოს სუფთა

„ჩინოვნიკი თუ პროკურორი, ყველა უნდა უნდა იყოს სუფთა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხზე, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან შეკითხვები არსებობს, რასაც ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს.
„არის შეკითხვები საზოგადოების მხრიდან. ჩინოვნიკი თუ პროკურორი, ყველას უნდა უნდა იყოს სუფთა, არ უნდა შეეშინდეს დანახვების, ეს არის დღევანდელი გუნდის პოზიცია. სხვა რესურსი გუნდს არც გააჩნია და ვერც მოვიხმართ ისევ იმ მიზეზით, რომ ეკონომიკა არის ძალიან მწირი, ღარიბი და ამ ფონზე დემოკრატიული ღირებულებების წინმსწრები ასეთი დანერგვა არის უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში და ამას სჭირდება განსაკუთრებული მოფრთხილება.
გუნდს, ხელისუფლებას რესურსი არ გააჩნია, გარდა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებების მაქსიმალური შეგრძნებისა საზოგადოების წინაშე. ეს პროცესები ჩვენს თვალწინ განვითარდა. მივადევნოთ თვალი და ვნახოთ, იქ პროკურატურა რამდენად ეფექტურად მოქმედებდა. იცით, რომ ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, რამდენადაც ეს თემა მოზარდებთან იყო დაკავშირებული და 40 დღეში გამოძიება უნდა დასრულებულიყო. ამან შეიძლება ხარისხზე მოახდინა ობიექტური გავლენა. იყო თუ არა სუბიექტური გადაცემები პროკურატურის – ამ თემებს საზოგადოება თვალყურს ადევნებს. რაც მოხდა დღემდე, ვთვლი, რომ ეს არის გაგრძელება იმის, რაც ჩვენმა გუნდმა მოიტანა პოლიტიკაში, რომ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული იყოს ხელისუფლება საზოგადოების წინაშე და ამას განუხრელად უნდა ასრულებდეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები