ნინო ჟიჟილაშვილიVSეროსი კიწმარიშვილი – რა მოხდა “მაესტროს” ეთერში? (ვიდეო)

 ტელეკომპანია “მაესტრო”-ს ეთერში  რუსთავის მერობის კანდიდატი და გადაცემა  „ცხრიანის“ წამყვანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.  ნინო ჟიჟილაშვილმა ეროსი კიწმარიშვილს მწვავე შეკითხვები დაუსვა და მას წარსული საქმიანობა შეახსენა.
“თქვენი ეთერში მოწვევა ჩემთვის ერთგვარ ინტრიგას შეიცავდა. მაინტერესებდა, მოგერიდებოდათ თუ არა მაესტროს ეთერში შემოსვლა. რას ეტყოდით “მაესტროს” მაყურებელს, რომელსაც ამ არხის დახურვას უპირებდით რამდენიმე წლის წინ?“, – აღნიშნა “მაესტროს” ეთერში ნინო ჟიჟილაშვილმა.
“მრავალტანჯულ “მაესტროს” თემაზე სასაუბროდ მე აქ არ მოვსულვარ. მორიდებას რაც შეეხება, თქვენ დამპატიჟეთ, მე – მოვედი, ასე, რომ ინტრიგა დღეს ზედმეტია”, – უპასუხა კიწმარიშვილმა ჟურნალისტს.
კიწმარიშვილმა  გადაცემაში აღნიშნა, რომ რუსთაველმა ამომრჩეველმა მას ხმა იმ მიზეზით უნდა მისცეს, რადგან მას კარიერის მანძილზე არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის ტელეკომპანია “მაესტრო”, თუმცა  ჟიჟილაშვილმა ის ტყუილში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ “მაესტრო” მას არ შეუქმნია.
ნინო ჟიჟილაშვილმა მერობის კანდიდატს პირდაპირ ეთერში კიდევ ერთი უხერხული შეკითხვა დაუსვა: “როდის გადაუხდით “მაესტროს” მილიონ რვაასი ათას ლარს, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ დაგაკისრათ?”
კიწმარიშვილმა ამ კითხვაზე ჟურნალისტს უპასუხა, რომ თანხის გადახდას სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ აპირებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=d_k_0wJ9Flg#t=201″ width=”560″ height=”315″]

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები