“ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე – დავით ბაქრაძე იქნება.
საპრეზიდენტო კანდიდატი საზოგადოებას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ქუთაისის სპორტის სასახლეში წარუდგინა.
დავით ბაქრაძე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. 2008-2012 წლებში კი, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.