ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას თავისას არ უპირისპირებს

“სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას არ უპირისპირებს თავის პრაგმატულ პოლიტიკას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხს შეეხებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთი პრაგმატულ პოლიტიკას არ ახორციელებს.

„სამწუხაროდ, რუსული მიდგომა არ იცვლება. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ რუსეთთან მიმართებაში, თუმცა სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას არ უპირისპირებს თავის პრაგმატულ პოლიტიკას. ეს არის სამწუხარო რეალობა და ეს არის ის, რასაც ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურისგან წერილი მიიღეს. სადაც წერია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მათ საქმიანობაში რუსეთი არ ერევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები