რომან გოცირიძე: ფოფხაძის პარტიაში დაბრუნების შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ მას ჭიჭინაძის შემოყოლება სურს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ “ქართული ოცნებიდან” დავით ჭიჭინაძის გაძევების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, გედი ფოფხაძემაც არაერთხელ დატოვა პარტია და შემდეგ დაბრუნდა. მისივე აზრით, ამ დაბრუნების მთელი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ამჯერად მას დავით ჭიჭინაძის “შეყოლება” სურს პარტიაში.
„გახსოვთ, მარკესის რომანში, აურელიანო ბუენდიამ 30 ომი წამოიწყო და ოცდაათივეში დამარცხდა. გმირი დამარცხებაში იგრძნობა, ასეთი პოლიტიკური მესიჯი არის ამაში. ბატონმა გედიმ შვიდჯერ დატოვა „ქართული ოცნება“ და შვიდჯერვე დაბრუნდა და ამ დაბრუნების მთელი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა დავით ჭიჭინაძე შემოიყოლოს. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია, როდის შეხვდება ბატონი დავითი ბატონ გედის, ვიდრე ის, რატომ შეხვდება დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილს“, – განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები