„გვჭირდება ძლიერი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა, იმისთვის რომ სახელმწიფომ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით თავისი პოზიტიური ვალდებულება შეასრულოს“

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ  პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის იმ რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომლებიც კომიტეტმა გაიზიარა.

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა, იმისთვის რომ სახელმწიფომ თავისი პოზიტიური ვალდებულება შეასრულოს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით”,- აღნიშნა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ამ პრინციპის გათვალისწინებით,  კომიტეტმა გაიზიარა სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული შემდეგი რეკომენდაციები აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ: შემწეობების სისტემის რეფორმა; პენსიების ზრდა  და ხანდაზმულთა დაცვის პროგრამების გაძლიერება, მათ შორის, შინ მოვლის პროგრამები; ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდა; უსახლკარობის პოლიტიკის შემუშავება; მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სოციალური შეღავათები; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; ფსიქიკური  ჯანმრთელობა და პაციენტთა უფლებები; დევნილთა განსახლების პოლიტიკის გაგრძელება და დევნილების საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის შემუშავება; შრომითი უსაფრთხოება და შრომითი უფლებები; ბავშვები და მათი უფლებების დაცვა, განსაკუთრებით ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრა და ბავშვთა შორის ჩაგვრის შემცირება.

დღეს, პარლამენტში 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები