„ბილაინმა“ ახალ მაღაზიაში, Huawei-ს ტელეფონის შეძენაზე სპეციალური შეთავაზება წარადგინა

მობილურმა ოპერატორმა “ვიონი საქართველო“, (ბრენდი „ბილაინი“) პეკინის 17 ნომერში, „ბილაინის“ ახლადგახსნილ მაღაზიაში Huawei-ს ტელეფონის შეძენაზე სპაციალური შეთავაზების თაობაზე განაცხადა.

„16 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ ბილაინის მაღაზიებიში, მომხმარებელს  შესალებლობა აქვს Huawei Y5 (2017) სპეციალურ ფასად – 299 ლარად შეიძინოს. ხსენებული ფასი მოქმედია ერთიანი გადახდისას, განვადების შემთხვევაში ასევე სპეციალური ფასებია ძალაში: 12 თვიანი განვადებისას 28.75 ლარი თვეში; 18 თვიანი განვადებისას 19.84 ლარი თვეში და 24 თვიანი განვადებისას 15.76 ლარი თვეში. Huawei Y5 (2017) შეძენისას, მომხამრებელი „ბილაინისგან“ საჩუქრად მიიღებს თვეში 5 გბ მობილურ ინტერნეტს, სამი თვის განმავლობაში.

ტელეფონის შესაძენად მომხმარებელმა უნდა მიმართოს „ბილაინის“ მაღაზიებს. საქართველოს მასშტაბით „ბილაინს“ 36 მაღაზია აქვს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.beeline.ge

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები